Thursday, January 24, 2013

უცნაური შენობები


ეს შეშლილი, შეშლილი სამყარო– გაიფიქრებთ თქვენ ამ უცნაური შენობების დანახვისას. ამ სახლებში კი ცხოვრობენ ადამიანები, აქ განლაგებულია საგამოფენო ცენტრები თუ ოფისები.
უბრალოდ მათ აპროექტებდნენ უსაზღვრო ზოგჯერ კი გიჟური ფანტაზიის მქონე ნიჭიერი არქიტექტორები, რომელთა მიზანი იყო შეექმნათ შენობა გამორჩეული არა მხოლოდ მათს ქვეყანაში არამედ მსოფლიოში.
გააგრძელეთ და თქვენ იხილავთ ამ გასაოცარ შენობების სურათებს და მათ დანიშნულებებს.
1) 
სახლი–კალათი (The Basket Building) აშშ ოჰაიოს შტატი
მსოფლიოში ალბათ ყველაზე უცნაური ადმინისტრაციული შენობა. კალათებისა და დაწნული ნაკეთობების მწარმოებელმა კომპანიამ Longaberger ააშენა ოფისის შენობა, რომელიც წარმოადგენს მის მიერ წარმოებული პროდუქციის ზუსტ ასლს– დაწნულ კალათს.
შენობამ დაიკავა 18 ათასი კვ.მ და დაჯდა 30 მილიონი დოლარი. ექსპერტები არაერთხელ ურჩევდნენ კომპანიის მფლობელს დეივა ლონგბერგერს შენობის მაკეტის შეცვლას, მაგრამ როგორც ჩანს მან გააკეთა სწორი არჩევანი– ამ უცნაიური იდეის წყალობით მისი კომპანია ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.
2)
ცენტრალური ბიბლიოთეკა კანზასში (Kansas City Public Library). აშშ მისურის შტატი
ასეთი გაფორმებით რომ შენდებოდეს ყველა ბიბლიოთეკა ნამდვილად ეყოლებოდა ბევრად მეტი მკითხველი :) . კანზას–სითის ხელისუფლებამ ბიბლიოთეკის ასეთი ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტით არა მხოლოდ დაამშვენა ქალაქის ცენტრი, არამედ იზრუნა მოქალაქეებში მკითხველობითი სულისკვეთების გაღვივებაზე.
3)
ფერდინანდ შევალიეს იდეალური სასახლე (Ferdinand Cheval Palace ასევე ცნობილია როგორც Ideal Palace). საფრანგეთი
ჩვეულებრივი ფრანგი ფოსტალიონი ფერდინანდ შევალიე ისტორიაში შევიდა როგორც მსოფლიოში ყველაზე უცნაური სასახლის, მისი სიტყვებით კი იდეალური სასახლის შემქმნელი.
1879 წლიდან 33 წლის განმავლობაში შევალიე აშენებდა თავის ოცნებას. მისი შთაგონება იდეალური სასახლის შექმნის იდეით მოხდა მაშინ , როდესაც მან ქუჩაში სიარულისას შემთხვევით ფეხი წამოკრა უცნაური ფორმის ქვას. მას შემდეგ შევალიემ დაიწყო სხვადასხვა სახის ქვების შეგროვება და იდეალური სასახლის მშენებლობა. სასახლე წარმოადგენს მრავალი არქიტექტურული სტილის ნაზავს– ბიბლიურიდან ინდუსურ მითოლოგიამდე.
შევალიეს ქმნილება აღიარებულ იქნა უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ. 1969 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა სასახლე კულტურულ ობიექტად და აიყვანა დაცვის ქვეშ. ამჟამად ის ღიაა ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში.
4)
ჯენეს დიდი მეჩეთი (Great Mosque of Djenné). მალი, აფრიკა
ჯენეს დიდი მეჩეთი ტალახის აგურით ნაგები უდიდესი შენობაა მსოფლიოში და არქიტექტორთა უმრავლესობის აზრით ის წარმოადგენს სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის უდიდეს მიღწევას, თუმცა მნიშვნელოვანი ისლამური გავლენით.
ჯენეს ძველ ქალაქთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 1988 წელს
5)

The Neverwas Haul. კალიფორნია, აშშ
ეს უცნაური სახლი ბორბლებზე შექმნილი ”სტიმპანკის” სტილში თითქოს მოგვევლინა ზღაპრიდან ან ჟიულ ვერნის ფანტასტიკური მოთხრობებიდან. ის კი ვისაც ნანახი აქვს მულტიპლიკაციური ფილმი ”მოარული სასახლე” ღირსეულად შეაფასებს ამ სახლ-საოცრებას.
ეს სამ სართულიანი სახლი შექმნა სტიმპანკის ფანატების 12 კაციანმა ჯგუფმა და შეარქვეს სახელი Neverwas Haul
6)
დაღუნული სახლი (The Crooked House) სოპოტი, პოლონეთი
კიდევ ერთი ზღაპრული სახლი ჩვენს მიერ შერჩეულ სახლთა გალარეაში. ეს არის თითქოს მრუდე სარკის ანარეკლი- დაღუნული სახლი, რომელიც დააპროექტა პოლონელმა არქიტექტორმა იაცეკ კარნოვსკიმ. შენობის ფასადს არ გააჩნია არც ერთი სწორი ხაზი. ამ საუცხოო შენობაში განთავსებულია სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, კაფე.
დაღუნული სახლი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგრაფირებად ობიექტს პოლონეთში.
7)
ჰაბიტატ 67 (Habitat 67) მონრეალი, კანადა
ეს შენობა 1966-67 წ. ააშენა არქიტექტორმა მოშ საფდიმ სპეციალურად მსოფლიო გამოფენისთვის. რომელიც იმ დროისთვის წარმოადგენდა ერთერთ უდიდეს სამშენებლო გამოფენას მსოფლიოში.
კუბი წარმოადგენს ამ ნაგებობის საფუძველს. შენობის სტილი-ბრუტალიზმი.
8)
გადმობრუნებული სახლი (Upside Down House) შიმბარკი, პოლონეთი
”გადმობრუნებული სახლი” აშენდა 2007 წელს პოლონეთის ჩრდილოეთში, სოფელ შიმბარკში (Szymbark). პროექტის ავტორს და სპონსორს- პოლონელ მეწარმეს და ფილანტროპს, სურდა ამ სახლის მშენებლობით ადამიანებისთვის შეეხსენებინა კომუნისტური პარტიის ბატონობის გარდასული ეპოქა.
მნახველთა უმრავლესობა ვერ ძლებს სახლში რამდენიმე წუთსაც- ეწყება თავბრუსხვევა. მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც ძალზე პოპულარულია და უამრავი ტურისტი სპეციალურად ჩადის ამ უცნაური ქმნილების სანახავად.
9)
ბუშტუკებიანი სახლი (Maison Bulle) კანი, საფრანგეთი
ფრანგმა მოდელიორმა პიერ კარდენმა თავისი დიზაინერული ნიჭი გარდა ტანსაცმლის მოდელირებისა გამოავლინა აგრეთვე სახლის მშენებლობაშიც. მისი სახლი კანში , რომელსაც ”ბუშტუკებიან სახლს” უწოდებენ ამის უტყუარი დასტურია. არქიტექტორ ანტი ლოვაგომთან ერთად მან სახლი აქცია ჰაეროვან ”ბუშტუკებად” :)
10)
სახლი ”ტყის სპირალი” (Forest Spiral) დარმშტადტი, გერმანია
სახლი დამაინტრიგებელი სახელწოდებით ”ტყის სპირალი” შექმნა ცნობილმა ავსტრიელმა არქიტექტორმა და მხატვარმა ჰუნდერტვასერმა, რომლის პროექტები გამოირჩევა რევოლუციური, მრავალფერიანი არქიტექტურით. შენობა 105 ბინით სახურავზე ულამაზესი ლიმნის ხეების ბაღით თითქოს სპირალივით ეხვევა ეზოს ტერიტორიას. შენობაში აგრეთვე განლაგებულია კომფორტული რესტორანი და მყუდრო კოქტეილ-ბარი.
11)
ტორე გალატეა ფიგარესი (The Torre Galatea Figueras) ან დალის მუზეუმი . ესპანეთი
სამუზეუმო კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს ძველი თეატრის შენობა, სადაც 14 წლის ასაკში სალვადორ დალიმ პირველად გამოფინა საკუთარი ნამუშევარი.
მუზეუმის შენობა ისეთივე უცნაურია როგორც თავად მხატვრის შემოქმედება. დღეს ფიგარესის მუზეუმში განთავსებულია მე-20 საუკუნის უდიდესი მხატვრის ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი კოლექცია.
თეატრ-მუზეუმშია აგრეთვე განთავსებული აკლდამა, სადაც განისვენებს სალვადორ დალი.
12)

მოცეკვავე შენობა (Dancing Building) პრაღა, ჩეხეთი
მოცეკვავე სახლი (ცნობილია აგრეთვე როგორც ”მთვრალი სახლი” ან ”ჯინჯერ და ფრედი”)- ეს სახუმარო სახელი დაერქვა პრაღის ცენტრში მდებარე კომპანია Nationale-Nederlanden-ის ოფისის შენობას. ის დააპროექტა ჩეხმა არქიტექტორმა ვლადო მილუნიჩემ.
13)
რიპლის შენობა (Ripley’s house) ონტარიო, კანადა
დაქანებული და უზარმაზარი ნაპრალით თითქოს შუაზე გადახლეჩილი სახლი ააშენა არქიტექტორმა თომას რიპლიმ 1812 წლის მიწისძვრის სამახსოვროდ, რომელმაც დაანგრია ქალაქი ორლანდო.
შენობა ფუნქციონირებს, ბზარები კი მის ფასადზე – ეს მხოლოდ დეკორატიული და არქიტექტორის ძალზე საინტერესო ჩანაფიქრია.
14)
გადაბრუნებული სახლი WonderWorks, აშშ
კიდევ ერთი გასაოცარი ქმნილება დგას ტენესის შტატში- გადმობრუნებული სახლი. ის წარმოადგენს გასართობ ცენტრს და ძალიან პოპულარულია.
აქ არის უამრავი გასართობი, მაგალითად ისეთი როგორიცაა მიწისძვრის იმიტაცია :) აქ ასევე განლაგებულია რესტორანი, მედიტაციის ოთახი და მრავალი სხვა.
15)
სახლი-როიალი ვიოლინოთი (Piano shaped building), ქალაქი ხუაინიანი, ჩინეთი
ეს მუსიკალური სახლი მდებარეობს ჩინეთში. უზარმაზარი ვიოლინო წარმოადგენს შესასვლელს შენობაში და მასში განლაგებული ესქკალატორი აგიყვანთ პირდაპირ ”როიალში”. შენობის მასალად გამოყენებულია გამჭვირვალე შავი შუშა. მასში განლაგებულია საგამოფენო კომპლექსი, სადაც გამოფენილია ქალაქის რაიონებისა და ქუჩების დაგეგმარება.
16)
კვერცხისებრი შენობა Cybertecture -გან (Cybertecture Egg), ბომბეი, ინდოეთი
32 ათასი კვ.მ შენობა თავის თავში მოიცავს ” სანიშნე არქიტექტურას”, ეკოლოგიურ დიზაინს, ინტელექტუალურ სისტემებს და ახალ ტექნოლოგიებს მნახველზე უზარმაზარი შთაბეჭდილების მოსახდენად.
17)
რესტორანი ”დედიკოს სასაუზმე” (Mammy’s Cupboard), ქ. ნანჩესი, მისისპის შტატი
18)
ატომიუმი, ბრიუსელი, ბელგია
თუ თქვენ როდესმე აღმოჩნდებით ბრიუსელში არ დაიზაროთ, ჩაჯექით #81 ტრამვაიში და იმგზავრეთ მის ბოლო გაჩერებამდე ”ხეისელი”. აქ თქვენს წინაშე აღიმართება მასშტაბური და დიადი მონუმენტი- ატომური ენერგიის უსაზღვრო შესაძლებლობებისადმი თაყვანისცემის ნიშნად აგებული შენობა.
19)
დინამიური კოშკები (Dynamic Tower), დუბაი
ცათაბჯენი, რომლის თვითოეული სართული სხვებისგან დამოუკიდებლად მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო.
20)
სახლი-ფეხსაცმელი (Shoe-House) პენსილვანია, აშშ
სახლი-ფეხსაცმელი აშენდა 1949 წელს პოლკოვნიკ მახლონ მ. ხეინსისთვის, რომელიც შტატ მერილენდსა და პენსილვანიაში ფლობდა ფეხსაცმელების 40-მდე მაღაზიას. პოლკოვნიკი მივიდა არქიტექტორთან, გადასცა მას ძველი ფეხსაცმელი და უთხრა: ”ამიშენეთ ასეთი სახლი”. ასე დაიწყო ამ სახლის ისტორია.

 სვასტიკა

სვასტიკა卐,卍(სანსკრ. स्वस्तिक svastika „კეთილად ყოფადი“) — ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფართოდ გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო; მკლავებომხრილი ჯვრის სახეობა, რომელსაც თითქმის ყველა უძველეს კულტურასა და ცივილიზაციაში საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა.

არსებობს ოთხმხრიანი, სამხმრიანი (ე.წ. „ტრიკვესტი“) და მრავალმხრიანი სვასტიკები; ამასთან სვასტიკის ზევმხრები კუთხოვანი ან მომრგვალებულია (მომრგვალებულ მხრებიან სვასტიკას ქართულად ბორჯღალა ჰქვია). ასევე ცნობილია სვასტიკის კომპოზიციის მიხედვით შედგენილი რთული ორნამენტები


სიმბოლური მნიშვნელობა

სვასტიკის მნიშვნელობა არაერთგვაროვანია, მაგრამ ძირითადად ის მაინც კოსმიური მოძრაობის, შემოქმედი ძალის, ნაყოფიერების, კეთილდღეობის, აღორძინებისა და მზიური სიბრძნის გამომსახველი ნიშანია.

სვასტიკის ყველაზე ძველი ფრაგმენტები ნაპოვნია შუამდინარეთში (შუმერი) და დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურა, საველე, კლდე). ეს აღმოჩენები ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება.
                      

მტკვარ-არაქსის   
კულტურა ძვ. წ. IV ათასწლეული.                ქართლში ნაპოვნი ქოთანი,               ქალის მედალიონი      ქალის მედალიონი,                                                                           
                                                                           ძვ. წ. IIათასწლეულის დასაწყისი                      ძვ. წ. II ათასწლეული.                         
                                                      


სვასტიკა საქართველოში

საქართველოში სვასტიკა უძველესი ხანიდან არის ცნობილი. მის ორნამენტებს ადგილობრივი მატერიალური მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულიდან იცნობს, თანაც ყველაზე საინტერესო არის ის, რომ სვასტიკას აჩუქურთმებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სამ უძველეს და თავისთავადი მტკვარ-არაქსის, თრიალეთის და კოლხური კულტურის ნიმუშებზე (კერამიკა, ცულები, სამკაულები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, დედაბოძები), მცხეთაში - სამეფო ბეჭდებზე, რაჭაში (რაჭული ცული ძვ. წ. II ათასწლეული) და ა.შ. სვასტიკა არის ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, რომელიც „ქანის“ ასო-ნიშანია მთელ რიგ ასომთავრულ ძეგლებზე (卐),

აშკარაა, რომ ქართულ რეალობაში სვასტიაკასა და ბორჯღალას იმთავითვე უდიდესი დატვირთვა და საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ. ეს ორნამენტული კომპოზიცია მიიჩნეოდა მზის მისტერიად, სიცოცხლის უკვდავმყოფადობის, საიდუმლო ცოდნის, ძალაუფლების, შემოქმედი ძალის, კეთილდღეობისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ.

შუმერი


შუმერში სვასტიკა სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთის - ინანას სიმბოლოა, აქ იგი პირდაპირ კავშირშია ნაყოფიერების მისტერიასთან. გარდა ამისა შუმერები გრაფიკულ კალენდარს სვასტიკის ფორმას აძლევდნენ, სადაც ოთხი ქალის სილუეტი წელიწადის ოთხ დროს ნიშნავდა, თითო სილუეტს სამი ნაწნავი აქვს, რაც სეზონში სამი თვის არსებობის ნიშანია.

ბაბილონი, ტროა

ბაბილონურ მითოლოგიაშიც სვასტიკა იშტარის (ინანას სემიტური ინიციაცია) სიმბოლოა. მას ხშირად ხატავენ იშტარის ჭიპს ქვევით,
სვასტიკას ფართოდ იცნობდნენ მინოსურ სამყაროშიც, ის აქ გვხვდება მუზარადებზე, მონეტებზე, თიხის ნაწარმზე. ასევე ტროაში (აქაც არა ერთი კერამიკა იქნა აღმოჩენილი სვასტიკით მოჩუქურთმებული), რომელიც ნაყოფიერების ძალას უკავშირდება და ეტრუსკებთან, სადაც ის მეომრის მუდმივი ატრიბუტი იყო.
საბერძნეთში და რომში სვასტიკა არის ნაყოფიერების და ძალაუფლების სოლარული ნიშანი, იშვიათად მამაკაცური საწყისის სიმბოლო, მას ბერძნები სახავდნენ ზევსთანჰელიოსთანჰერასთანარტემიდასთან და აფროდიტესთან ერთად. ბერძნულ სვასტიკას „ტესერა-გამაც“ ქვია, რადგან მისი თითოეული მოხრილი მკლავი, ბერძნული ანბანის ასოს „გამას“ (ქართული ასომთავრული — sqwqb) წარმოადგენს.
ეგვიპტეში სვასტიკა მზის სიმბოლოა და ამასთანავე „აღორძინების“ კულტთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. მისი ტარება მხოლოდ უმაღლეს ქურუმებს შეეძლოთ, აქ ის ოთხი ელემენტის კავშირს გულისხმობს, აგრეთვე სიმბოლოა დღისა და ღამის გასაყარის (როგორც ორი ერთმანეთზე გადადებული და მოძრავი ძელის კავშირი), რამაც სვასტიკა განახლებისა და აღორძინების ხატებას დაუკავშირა და ამის გამო ოსირისის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

ჩინეთში სვასტიკა ქალური საწყისის, ინის აღიარებული იდეოგრამაა, სვასტიკის, როგორც სიცოცხლესმოქმედი ძალის, მზის ენერგიისა და თავად შემოქმედის სიმბოლო, ხშირად გამოიყენებოდა ჯაინიზმშიც.
განსაკუთრებით ფართო დატვირთვა ჰქონდა სვასტიკას ძველ ინდოეთში, ჯერ კიდევ ჰარაფას კულტურის დროს (ძვ. წ. III-II ათასწლეულები) გვხვდება მისი ნიშნები, რომელიც ვედურ სამყაროში ახალ დატვირთვას იძენს და ბუდიზმის სიმბოლიკის ერთ-ერთ უმთავრეს წმინდა ნიშნად მკვიდრდება. სვასტიკას ინდო-არიელები ხშირად იყენებდნენ საკულტო ტაძრებზე (პაგოდებში), ბუდასქანდაკებებზე (შუბლზე, გულ-მკერდზე, ან „მზის წნულთან“), თავად სიტყვა „სვასტიკაც“ ამ კულტურის მატარებელი ხალხის - ინდო-არიელების ენიდან, სანსკრიტიდან, არის დამკვიდრებული. მაგრამ ძველ ინდოეთში არსებობდა კიდევ „სუბასტიკა“, რომელიც ჩვეულებრივი სავსტიკისგან განსხვავებით, საათის საპირისპირო მიმართულებით ტრიალებს და „ღამის სიბრძნის“, „მაგიური ცოდნის“ სიმბოლოა, რომელიც ასევე „სიკეთის ძალებთან“ არის დაკავშირებული. ანუ ერთგვარი „მზიანი ღამეა“. ასეთი შემობრუნებული სვასტიკა, ანუ სუბასტიკა ბუდას ქანდაკებებზეც გვხვდება.
სვასტიკა (და ბორჯღალაც) ფართოდ გამოიყენებოდა ძველ ირანში, ავესტურ საკულტო ხელოვნებაშიც.
მას ჯერ კიდევ მსოფლიოს მესავე ქალაქი სახელმწიფოს - ელამის ეპოქიდან იცნობენ,
მაგრამ არც ინდო-ევროპული ტომების დამკვიდრების შემდეგ იცვლება საერთო სურათი და
ირანო-არიული მოდგმის რელიგიებშიც (ზოროასტრიზმიმითრამაზდეანობა) ცენტრალური ადგილს იკავებს..

სვასტიკის სიმბოლიკას, როგორც სამეფო მნიშვნელობის რეგალიას , იყენებდა კარლოს დიდიც (742-814),
რომელიც ფრანკთა უზარმაზარი იმპერიის დამაარსებელი იყო. სვასტიკას მის სამეფოში ეთაყვანებოდნენ,
როგორც შემოქმედი ძალის, ერთობის და მხედრული სიმამაცის სიმბოლოს.
სკანდინავიურ და ძველ გერმანულ მითოლოგიაში ის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაების —თორის სიმბოლოა, რომელიც ელჭექისა და ნაყოფიერების ღვთაებაა, მას ხელთ უპყრია სვასტიკის ფორმის ჩაქუჩი, რომლის მოქნევის შემდეგაც იბადება ცაზე ელჭექი.

ამერიკაში ინდიელთა ხელოვნებაშიც აქტიურად გამოიყენებოდა იგი. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მას მაიებისა და აცკეტების ცივილიზაციებში ვხვდებით, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - ტენესების, ოჰაიოების და ნავაჰოების ცივილიზაციებში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სვასტიკა პრეისტორიული ცივილიზაციების შემაკავშირებელი ელემენტია. ცნობილი ატლანტოლოგი ზაიდლერი ვარაუდობდა, რომ სვასტიკა „ატლანტიდის ცნობილი ცივილიზაციიდან შემორჩენილი ნაშთი“ იყო.

სვასტიკა და ნაციზმი

ჰიტლერმა ჯერ კივ 1920 წლის აგვისტოში, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს გამოიყენა სვასტიკა, როგორც საკუთარი მოძრაობის სიმბოლო (ერთი ვერსიით იგი გიორგი გურჯიევმა უკარნახა ნაციზმის ერთ-ერთ იდეოლოგს კარლ ჰაუსჰოფერს ჯერ კიდევ ოკულტური და პოლიტიკური გაერთიანების „ტულეს საზოგადოების“ დაარსების დროს (1919 წ.), რის შემდეგაც გერმანელ მშრომელთა ნაციონალურ-სოციალისტურმა პარტიამ მემკვიდრეობით მიიღო იგი). ამ სიმბოლომ იმთავითვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ხალხში, რაზეც ჰიტლერი მოგვიანებით წერდა: „ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ ყუმბარის აფეთქებას ჯობდა“. მან სვასტიკა დაუკავშირა „არიული რასის“ სიწმინდეს, მისტერიულ სათავეს და მის გარშემო ნაცისტური იდეოლოგია ააგო.
ისრაელი


სემიტურ სამყაროში სვასტიკის გამოსახულება საკმაოდ ხშირად გვხვდება. მას აქაც წმინდა და საკრალური დანიშნულება აქვს. შესაძლოა ეს კავშირი სათავეს შუმერიდან იღებდეს, რადგან სემიტური კულტურა შუმერული კულტურის წიაღიდან აღმოცენდა. სვასტიკამ განსაკუთრებული დანიშნულება მოიპოვა ძველ ისრაელში. აქ მზისა და კოსმიური მოძრაობის ამ უნიკალურ ნიშანს ხშირად იყენებდნენ სინაგოგების მოჩუქურთმებისას. ძველი ისრაელის უმთავრეს ტაძარშიც კი — სოლომონის ტაძარში — გვხვდებოდა სვასტიკის მისტიური ორნამენტი.

სვასტიკა ქრისტიანულ სამყაროში

ადრეული ქრისტიანობის დროს რომში სვასტიკის გამოსახულება გვხვდებოდა საფლავის ქვებზე. ცნობილია, აგრეთვე, კიევის წმინდა სოფიის ტაძრის ცნობილი ფრესკა, რომელსაც კომპოზიციურ ფონად გასდევს სვასტიკის ფორმის ჯვრის სიმბოლოები. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში იატაკზე გვხვდება სვასტიკის გამოსახულებიან საკმაოდ საინტერესო კომპოზიციები. ამ ჩუქურთმის გამოყენება არც ქართული ეკლესიისთვის არის უცხო — სვასტიკას ჩვენ ვხდებით სვეტიცხოველში, აგრეთვე მისი გამოსახულება მოიპოვება, ქართული კულტურის უძველეს კერაზე პალესტინაში — ჯვრის მონასტრის კედლებზე.

ანტონიო გაუდი


ანტონიო გაუდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ანტონიო გაუდი
Antoni Gaudi with signature.jpg
ანტონიო გაუდი 1878 წ.
პირადი ინფორმაცია
მშობ. სახელიAntoni Gaudí i Cornet
დაიბადა25 ივნისი1852 რეესი,კატალონია
გარდაიცვალა10 ივნისი1926 ბარსელონა
ნაშრომები
პრაქტიკაარქიტექტორი
მნიშვნელოვანი შენობებისაგრადა ფამილიაკასა მილოკასა ბატლიო
მნიშვნელოვანი პროექტებიპარკი გუელიკოლონია გუელი
ანტონიო გაუდი ი კორნეტი (Antoni Gaudí i Cornet; *25 ივნისი1852რეესიტარაგონის მახლობლად ― გ. 10 ივნისი1926,ბარსელონა), კატალონიელი არქიტექტორი, ცნობილი მისი უნიკალური სტილითა და ზედმიწევნით ინდივიდუალისტური პროექტებით.


ბავშვობა
 ბიოგრაფია
 

გაუდი დაიბადა ტარაგონას რეგიონში, კატალონია, 1852 წელს. ზუსტი დაბადების ადგილი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაბადებიდან მეორე დღეს ქალაქ რეუსში მონათლეს. მისი მშობლები ფრანსესკ გაუდი სერა და ანტონია კორნეტ ბერტრანი ლითონის მჭედლების ოჯახებიდან იყვნენ წარმოშობით.
ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი გაუდი ბავშვობაში თანატოლებთან თამაშს გაურბოდა იშიაზის გამო (ზოგიერთი ცნობით ხელის კიდურების ართრიტი ჰქონდა და თამაში არ შეეძლო). ავადმყოფობის გამო ფეხით იშვიათად დადიოდა და სახლიდან გასვლისას ვირით მგზავრობდა ხოლმე. შინ ხშირად ყოფნის გამო გაჩენილ თავისუფალ დროს ბუნებაზე დაკვირვებას უთმობდა. სწორედ ამ ფაქტს მიაწერენ მის მკვეთრად ჩამოყალიბებულ ბუნების დაკვირვებისა და ანალიზის უნარს.

უმაღლესი განათლება 

ბარსელონაში არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში (Escola Tècnica Superior d'Arquitectura) სწავლისას 1873-77 წლებში გაუდის მხოლოდ საშუალო ნიშნები ჰქონდა. ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ 1878 წელს არქიტექტორის წოდება მიენიჭა. გაუდის დიპლომის ხელმოწერისას ელის როგენტს უთქვამს "Qui sap si hem donat el diploma a un boig o a un geni: el temps ens ho dirà" ("ვინ იცის ამ დიპლომს სულელს ვაძლევთ თუ გენიოსს: დრო გვიჩვენებს). ახალგაზრდა არქიტექტორმა უმალ დაიწყო პროექტებზე მუშაობდა და ამ სკოლასთან კავშირში დარჩა მთელი მისი ცხოვრება.

ადრეული კარიერა 


გაუდის სამუშაო მაგიდა საგრადაში

ლე კაპრიჩო, კანტაბრია
ევროპაში ამ პერიოდში ნეოგოტიკური სტილი ყვაოდა და ახალგაზრდა გაუდი აღფრთოვანებით აკვირდებოდა ნეოგოტიკის ენთუზიასტების, ფრანგი არქიტექტორისა და მწერლის ვიოლე ლე დიუკის (XIX ს. გოტიკური ტაძრების უმნიშვნელოვანესი რესტავრატორი, მას ეკუთვნის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის პროექტი) და ინგლისელი კრიტიკოსის და ხელოვნებათმცოდნის ჯონ რასკინის, იდეებს. მათ მიერ გამოქვეყნებული დეკლარაცია "დეკორატიულობა — არქიტექტურის საწყისი" სრულიად შეესაბამებოდა გაუდის საკუთარ ჩანაფიქრებსა და წარმოდგენებს, რომელიც მის შემოქმედებაში მოგივანებით სრულიად განუმეორებელ იერს იძენს.
ადრეული შემოქმედების პერიოდში, რომელზეც გავლენას ბარსელონის არქიტექტურა და ასევე ესპანელი არქიტექტორი მარტორელიახდენს, შენდება მისი პირველი, უხვად დეკორირებული, ადრეულ მოდერნთან დაკავშირებული, მისი პროექტები: "სტილისტური ტყუპები" - მორთული ვისენსის სახლი (ბარსელონა) და უჩვეულო "ელ კაპრიჩო" (კომილიასი, კანტაბრია); ასევე კომპრომისულიფსევდობაროკოს სტილის კალვეტის სახლი (ბარსელონა) - ერთადერთი შენობა, რომელიც მისი სიცოცხლის პერიოდში ქალაქელებმა მიიღეს და შეიყვარეს. ასევე რამდენიმე პროექტი მკაცრი გოტიკურ, თითქმის ციხე-კოშკისმაგვარ, სტილში: წმინდა ტერეზის მონასტრის სკოლა (ბარსელონა), ტანჟერში ფრანცისკანელების მისიის შენობის განუხორციელებელი პროექტი; ნეოგოტიკური საეპისკოპო სასახლე ქალაქ ასტროგში (კასტილია ი ლეონი), ბოტინესის სახლი (ლეონი).
თუმცა ახალგაზრდა არქიტექტორის ჩანაფიქრებისთვის გადამწყვეტი გამოდგა მისი შეხვედრა ეუსები გუელთან (Eusebi Guell Bacigalupi), რომელმაც მისი არჩევანი გაუდიზე შეაჩერა, თუმცა ამ უკანასკნელს ჯერ საკმარისი პროფესიული გამოცდილება არ ჰქონდა, და რომელიც მოგვიანებით მისი ახლო მეგობარი და მფარველი გახდა.
ამ ტექსტილის მაგნატს, კატალონიის უმდიდრეს ადამიანს, რომლისთვისაც ესთეტიკა უცხო არ იყო, შეეძლო საკუთარი თავისთვის ნებისმიერი ოცნების ასრულება, გაუდიმ კი ის მიიღო სანაცვლოდ, რაზეც ნებისმიერი ხელოვანი ოცნებობს — თვითგამოხატვის თავისუფლება ფასთაღრიცხვაზე შეხედვის აუცილებლობის გარეშე.
ანტონიომ გუელის ოჯახისთვის შეასრულა სააგარაკო სახლის პავილიონის პროექტი ბარსელონასთან; ღვინის სარდაფი გარაფში; გუელის კოლომის (სანტა კოლომა დე სერველიო) სამრეკლო და აკლდამა; ფანტასტიკური პარკი გუელი (ბარსელონა).

სახლი მილა, ბარსელონა
მალე გაუდი გამოდის XIX საუკუნის ეკლექტიზმის ჩარჩოებში დომინირებული ისტორიული სტილების ზეგავლენიდან, ომს უცხადებს სწორ ხაზებს და სამუდამოდ სახლდება მრუდი ზედაპირების სამყაროში, საკუთარი, უშეცდომოდ ცნობადი სტილის ჩამოსაყალიბებლად.
ფაბრიკანტის სახლი ბარსელონაში "Palau Güell" - ნამდვილი სასახლე - იყო ხელოვანის საჩუქარი მეცენატისთვის. მისი დამთავრების შემდეგ გაუდი-ი-კორნეტი უკვე აღარ იყო უსახელო მშენებელი. პირიქით, ის მალე ყველაზე მოდური არქიტექტორი გახდა ბარსელონაში — "პრაქტიკულად ხელმიუწვდომი ფუფუნება". ბარსელონის ბურჟუაზიისთვის გაუდი აშენებდა ერთმანეთზე უჩვეულო სახლებს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული ალბათ ეს ორია: სივრცე, რომელიც იბადება და ვითარდება, ფართოვდება და მოძრაობს, როგორც ცოცხალი მატერია — მილას სახლი; ცოცხალი მთრთოლვარე არსება, სიზმარეული ფანტაზიის ნაყოფი — ბატლოს სახლი.
შემკვეთებს, რომელბიც მზად იყვნენ მშენებლობაზე ნახევარი ქონება დაეხარჯათ, სწამდათ არქიტექტორის გენიალობის, რომელიც სრულიად ახალ გზას იკვლევდა არქიტექტურაში.

პროექტების ქრონოლოგია 


სახლი ვისენსი, 1885.
  • 1878–1879: ჩირაღდნები პლასა რეიალზე ბარსელონაში;
  • 1878: საგამოფენო სტენდი ხელთათმანების მწარმოებელი კომელასთვის. ამ ნამუშევრით, რომელიც პარიზის მსოფლიო ექსპოზიციაზე იყო გამოყენებული, არქიტექტორი ევსები გუელმა გაიცნო;
  • 1878–1882: რამდენიმე პროექტი ობრერა მატარონესტესთვის მატაროში. მათგან მხოლოდ მცირედი აშენდა, მაგრამ მათში აისახა გაუდის მიერ პარაბოლური თაღების გამოყენების პირველი მცდელობა, ჯერ ხის კონსტრუქციით.
  • 1883–1885: Casa Vicens;
  • 1883–1885: ვილა "El Capricho" სანდანდერში;
  • 1884: ფინკა გუელი: შესასვლელი პავილიონი და საჯინიბო პედრალბეს სასახლისთვის (პირველი დასრულებული შენობა ევსები გუელისთვის);
  • 1884–1891: საგრადა ფამილიას სარკოფაგის დასრულება (სარკოფაგი/სამარხი დაიწყო არქიტექტორმა ფრანცისკო დელ ვიარმა 1882 წელს, თუმცა მომდევნო წელს იძულებული იქნა მიეტოვებინდა);
  • 1885–1889: პალაუ გუელი;
  • 1887–1893: საეპისკოპო სასახლე ასტორგაში;
  • 1889–1894: Colegio Teresiano;
  • 1891–1893: საგრადა ფამილიას საძირკველის გარე კედლები;
  • 1892–1894: Casa de los Botines at León.

გაუდის დაუსრულებელი შედევრი - საგრადა ფამილია.

საგრადა ფამილია 

1891 წელს, როცა გაუდი 30 წლის იყო, წმინდა იოსების თაყვანისმცემელთა საზოგადოებამ შესთავაზა მას განეგრძო 1882 წელს დაწყებული წმინდა ოჯახის (საგრადა ფამილია) ტაძრის მშენებლობა, პროექტი, რომელსაც გაუდიმ შემდეგ მისი ბოლო 15 წელი დაუთმო.
გაუდი ოცნებობდა XX საუკუნის ტაძრის მშენებლობაზე, რომელშიც ის ხორცს შეასხამდა მთელ საკუთარ არქიტექტურულ ცოდნას, სარწმუნოების სიმბოლიკის რთულ სისტემასა და მისი საიდუმლოებების ვიზუალურ ახსნას. ეს ტაძარი მისთვის თავსმოხვეული იდეა გახდა. საკუთარ თავში განმარტოებული გაუდი სულ უფრო ექსცენტრიული ხდებოდა და დღითიდღე უფრო მეტად სჯეროდა საკუთარი მესიანური დანიშნულების; ცხოვრობდა საკუთარ განმარტოებულ სახელოსნოში, რომელიც სამშენებლო მოედანზე მდებარეობდა, და მხოლოდ დროდადრო გამოდიოდა "ქუდით ხელში" ტაძრის მშენებლობისთვის სახსრების მოსაზიდად (შემოწირულობები მშენებლობის ფინანსირების ერთადერთი წყარო იყო, ამიტომაც გრძელდებოდა ის ასე დიდ ხანს).
გაუდი ღრმა კათოლიკე იყო, იმდენად, რომ მის ბოლო წლებში სრულიად მიატოვა საერო სამსახური და ცხოვრებაკათოლიციზმსა და მის საგრადა ფამილიას მიუძღვნა. პროექტით ტაძარს 18 კოშკი უნდა ჰქონოდა, 12 თორმეტი მოციქულისთვის, 4 ოთხი ნათლისმცემლისთვის, ერთი მარიამისა და ერთი იესოსთვის. პროექტის დასრულება უდროოდ გარდაცვალების გამო ვერ მოასწრო. ვინაიდან წინასწარი მონახაზების გარეშე მხოლოდ საკუთარი წარმოსახვის საფუძველზე მუშაობდა, მისმა თანამშრომლებმა ტაძრის დასრლება ვერ მოახერხეს. ამჟამად საგრადა ფამილიას რესტავრაცია უკეთდება, თუმცა აშკარაა განსხვავება მის ნამუშევარსა და გვიანდელ დამატებას შორის. სწორედ ამ მუშაობის ამგვარი სტილის გამო შეარქვეს ესპანელებმა გაუდის "ღმერთის არქიტექტორი".

გვიანი წლები 

ტაძრის პროექტის დაწყებიდან მცირე ხანში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ. მისი პროექტების განხორციელება შენელდა. მისი ოჯახის ყველაზე ახლო წევრი, ძმისშვილი როზა ეგეა 1912 წელს გარდაიცვალა, ორ წელიწადში მას მიჰყვა მისი ერთგული თანამშრომელი ფრანსესკ ბერენგერ მესტრესი. ამ ორი ტრაგედიის შემდეგ ბარსელონაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იწყება. ლა საგრადა ფამილიას მშენებლობა შენელდა, ხოლო ლა კოლონია გუელისა კი სრულიად შეწყდა. ოთხ წელიწადში ევსები გუელი, მისი პატრონი, გარდაიცვალა.
შესაძლოა მოვლენათა ამ სამწუხარო მიმდევრობის გამო შეიცვალა გაუდი. ის გაურბოდა ჟურნალისტებს და სურათის გადაღებაზე უარს აცხადებდა. კარჩაკეტილი გაუდი მხოლოდ მისი შედევრის განხორციელებით იყო დაკავებული.
1926 წლის 7 ივნისს ანტონიო გაუდის ტრამვაი დაეჯახა. მისი გაცვეთილი ტანსაცმლისა და ცარიელი ჯიბეების გამო ტაქსის მძღოლებმა არ ისურვეს მისი საავადმყოფოში გადაყვანა, იმის შიშით, რომ ის გადაყვანის თანხას ვერ გადაიხდიდა. საბოლოოდ საავადმყოფოში მიყვანისას დაშავებული ხელოვანი ვერავინ იცნო, სანამ მეორე დღეს მისმა მეგობრებმა არ იპოვეს იგი. უკეთეს საავადმყოფოში გადაყვანა გაუდიმ იუარა - "ჩემი ადგილი აქ არის, ღარიბებს შორის" უთქვამს მას. ის ხუთ დღეში, 1926 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. მის სიკვდილს ნახევარი ბარსელონა გლოვობდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მისი დაკრძალვისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი - მისი დაუსრულებელი შედევრი, ლა საგრადა ფამილია - შეირჩა.

სტილი 


გაუდისეული თაღი და სპირალისებური კიბე.
გაუდის პირველი ნამუშევრები გოტიკურ და ტრადიციულ ესპანურ არქიტექტურულ სტილშია შესრულებული, თუმცა ის მალევე ანვითარებს საკუთარ გამორჩეულ სკულპტურულ სტილს. ფრანგ არქიტექტორ იუჟინ ვიოე-ლე-დუკს, რომელიც გოტიკური არქიტექტურის ფორმებით მუშაობდა, დიდი გავლენა მოუხდენია გაუდიზე. თუმცა მოსწავლემ მასწავლებელ არქიტექტორს აჯობა და საკუთარი უკიდურესად ორიგინალური - არასწორხაზოვანი და ფანტასტიურად ჩახლართული - ფომები შექმნა. მის ზოგიერთ უდიდეს ნამუშევარს, განსაკუთრებით კი ლა საგრადა ფამილიას, თითქმის ჰალუცინაციური გავლენა აქვს მნახველზე.
გაუდიმ საკუთარ არქიტექტურაში ერთმანეთში შერწყა პარაბოლური თაღები და ჰიპერბოლოიდური კონსტრუქციები, ბუნების ორგანული ფორმები და წყლის მდინარება. შენობების პროექტირებისას ის ყურადღებას ამახვილებდა გრავიტაციის ძალაზე და კათენოიდის პრინციპებზე (გაუდის მრავალი კონსტრუქცია თავდაღმაა შექმნილი ჯაჭვებზე ან ერთმანეთზე შეერთებულ თოკებზე სიმძიმეების დაკიდებით გრავიტაციის გამოყენებით კატენოიდების გამოთვლით ბუნებრივი სიმრუდის თაღის მისაღებად.
ტრენსადის ტექნიკის გამოყენებით გაუდი ხშირად ზედაპირებს დამსხვრეული ფილების საშუალებით რთავდა.
არქიტექორის შემოქმედებას არტ-ნუვო (მოდერნი) არქიტექტურას მიაწერენ, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის განმპრობებელი ადრეული სტადია იყო. თუმცა მის მიერ ორთოგონალური ხაზების ნაცვლად ბიომორფული ფორმების ათვისებამ მას საკუთარი, თვითმყოფადი კატეგორია მიანიჭა. მისი სტილი მოგვიანებით გამოძახილს პოულობს ავსტრიელ არქიტექტორ ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერში (1928-2000).
მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ გენიოსად არის აღიარებული, არსებობს ჰიპოთეზა, რომ გაუდი ფერებს ვერ არჩევდა და მხოლოდ ჟოზეფ მარია ჟუჟოლთან (მასზე 27 წლით უმცროსი არქიტექტორი, რომელსაც გაუდი გენიოსს უწოდებდა) თანამშრომლობით შეძლო მან მისი გენიალური ნამუშევრების შექმნა.

მნიშვნელოვანი პროექტები 


პარკი გუელი, ბარსელონა

საინტერესო ფაქტები


"სამხეცე" სახლის სახურავზე.
  • ბავშვობა გაუდიმ ზღვაზე გაატარა. შთაბეჭდილებები პირველ არქიტექტურულ გამოცდილებებზე მას მთელი ცხოვრება გაჰყვა. სწორედ ამიტომ თითქმის ყველა მისი შენობა ქვიშის კოშკებს ჰგავს.
  • რევმატიზმის გამო გაუდის ბავშვებთან თამაში არ შეეძლო, ამიტომ ხშირად მარტო რჩებოდა. მის ყურადღებას დიდი ხნით იპყრობდნენ ღრუბლები, ლოკოკინები, ყვავილები... მას სურდა ისევე ეშენებინა, როგორც ამას ბუნება აკეთებდა. საუკეთესო ინტერიერად ცა და ზღვა მიაჩნდა, ხოლო იდეალურ სკულპტურულ ფორმებად - ხე და ღრუბლები.
  • გაუდის ერთ თვალში ახლომხედველობა სჭირდა, მეორეში კი შორსმხედველობა, თუმცა სათვალეს არ ატარებდა, მისი თქმით "ძველი ბერძნები სათვალეს არ ატარებდნენ".
  • ქათმის კვერცხი მისთვის სრულყოფილების განსახიერება იყო და მისი ფენომენალური ბუნებრივი სიმყარის გამო ერთი პერიოდი ჯიბით დაჰქონდა უმი კვერცები, რომელსაც შემდეგ საუზმისთვის იყენებდა.



საგრადა ფამილია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან

საგრადა ფამილია 2007 წელს.

საგრადა ფამილია 2009 წელს








საგრადა ფამილია (La Sagrada Família, კატალ. 'წმინდა ოჯახი') — მასიური მშენებარე კათოლიკური ბაზილიკაბარსელონაშიკატალონიაესპანეთი. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი ფორმალური სახელია "წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარი" (Temple Expiatori de la Sagrada Família). ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად ამ მიზანს დაუთმო. უსაშველოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესის გამო გაუდის ხუმრობით უთქვამს "ჩემს კლიენტს არ ეჩქარება"-ო. გაუდის გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს, მშენებლობაზე მუშაობა გაგრძელდა დომენეკ სუგრანიესისი ხელმძღვანელობით, სანამ 1935 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა და ღვთისმსახურებისთვის ვარგისიანად გამოაცხადა.


www.ka.wikipedia.org